რომის პაპმა ფრანცისკ I მოტოციკლები გაყიდა, რათა ფულით ღარიბებს დახმარებოდა.ამერიკული კომპანიის Harley Davidson-ის წარმომადგენლებმა პაპს მოტოციკლები 2013 წელს ბრენდის 110 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში უსახსოვრეს. მოტოციკლის ღირებულება 12 000 გირვანქა სტერლინგია. როგორც ექსპერტები ამბობენ, საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მიღებული თანხით, რომში მდებარე ერთ-ერთი სამზარეულოს აღდგენას შეძლებენ, სადაც საკვები 1000-ზე მეტი ღარიბი ადამიანისთვის დამზადდება.