1. როგორ მოვძებნოთ ზუსტი ფრაზა ან სიტყვის ფორმა

ოპერატორ " "-ის დახმარებით. ჩასვით ფრაზა ან სიტყვა ბრჭყალებში და Google იმ ვებ-გვერდებს მოძებნის, სადაც ზუსტად ეს ფრაზა (სიტყვის ფორმა) იქნება. 

მაგალითად: "მე თქვენ გწერთ"

2. როგორ მოვძებნოთ ციტატა, რომელშიც სიტყვაა გამოტოვებული

დაგავიწყდათ სიტყვა ან ციტატა? მთელი ციტატა ბრჭყალებში ჩასვით, ხოლო გამოტოვებული სიტყვის ნაცვლად ფიფქი * ჩაწერეთ. ციტატას დავიწყებულ სიტყვასთან ერთად იპოვით. მაგალითად: "ღამე ქუჩა *აფთიაქი"

3. როგორ მოვძებნოთ ნებისმიერი რამ რამდენიმე სიტყვით

უბრალოდ ჩამოთვალეთ ყველა შესაფერისი ვერსია და ვერტიკალური ხაზით | გამოყავით. Google ნებისმიერი ამ სიტყვიდან დოკუმენტებს მოძებნის. 

მაგალითად: ანანასი |ჩიტი | შამპანური


4. როგორ ვიპოვოთ სიტყვა ერთ წინადადებაში

გამოიყენეთ ოპერატორი - &. თუ სიტყვებს &-ით შევაერთებთ, Google მოძებნის დოკუმენტებს, სადაც ეს სიტყვები ერთ წინადადებაშია. 

მაგალითად: შევჩენკოს ძეგლი & ჭავჭავაძე

5. როგორ მოძებნო დოკუმენტი, რომელიც გარკვეულ სიტყვას შეიცავს

საჭირო სიტყვის წინ პლუსი დაწერეთ, ისე რომ სიტყვა ერთმანეთს არ დააცილოთ. მოთხოვნაში შესაძლებელია რამდენიმე აუცილებელი სიტყვის ჩართვა. 

მაგალითად: ქართლის დედა+ბოტანიკური ბაღი

6. როგორ გამოვრიცხოთ სიტყვა სიიდან 
დაწერეთ მინუსი სიტყვის წინ, რომელის ნახვაც პასუხებში არ გსურთ. ასე შესაძლებელია რამდენიმე სიტყვის გამორიცხვაც კი: 

მაგალითად: ქსოვის ინსტრუქცია-ყიდვა 

7. როგორ მოვძებნოთ გარკვეულ საიტზე 

ამისთვის ოპერატორი site გამოგადგებათ. იგი შესაძლებლობას იძლევა პირდაპირ მოთხოვნაზე მიუთითო საიტი, რომელზეც საჭიროა მოძებნა. მხოლოდ აუცილებლად დასვათ site-ის შემდეგ ორი წერტილი. 

მაგალითად: საქართველოს კონსტიტუცია site:parliament (წერტილი)ge

8. როგორ მოვძებნოთ გარკვეული ტიპის დოკუმენტები 

გამოგადგებათ ოპერატორი mime ორი წერტილი და შემდეგ დოკუმენტის ტიპი, რომელიც გჭირდებათ. მაგალითად: pdf ან doc. 

მაგალითად: პასპორტის განაცხადი mime:pdf

9. როგორ მოვძებნოთ საიტებზე გარკვეულ ენაზე

ამას ოპერატორ lang-ის წყალობით შეძლებთ. lang-ის შემდეგ ორი წერტილი უნდა დასვათ და დაწეროთ, რა ენაზე გინდათ დოკუმენტი. თუ ეს რუსული ენაა, უნდა მიუთითოთ ru, თუ უკრაინული - uk. ინგლისურზე en, ფრანგულზე - fr. 

მაგალითად: კრუასანი lang:fr

Posted At:

TemplatePixel

TemplatePixel creates awesome and unique blogger templates. TemplatePixel also creates some special premium blogger themes which meet your expectation. TemplatePixel create themes for Magazine, Portfolio, Gallery and Simple.